logo
ENG



ჯონსონი: თუ პუტინი უკრაინაში მოიგებს, მოისურვებს საქართველოს, მთელ "ახლო საზღვარგარეთს"

20 ივლ 202401:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/20/sz8puyen0v18exp.jpg

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი თავის სტატიაში წერს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, იგი არ გაჩერდება და იგი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის საზღვარზე მდებარე ტერიტორიების დასაკუთრებასაც მოისურვებს.

"ის წავა არამხოლოდ საქართველოზე, არამედ, რუსეთის მთელ "ახლო საზღვარგარეთზე". მან უკვე დაიწყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვანთა მიმართ მოპყრობის ჰიტლერისეული მეთოდით დაგმობა. სად დამთავრდება ეს", - წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.

ბორის ჯონსონის თქმით, კრემლის გამარჯვება კატასტროფის მომტანი იქნება ევროპისა და აშშ-სთვის და ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის, რადგანაც ცხადია, რომ პუტინი არ გაჩერდება.

"შეხედეთ რუკას, მოუსმინეთ იმ შემზარავ სიტყვებს, რომლებსაც ახლა რუსეთის პრეზიდენტი ამბობს - პოლონეთის ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზების თავისეულ, აბსურდულ გაგებას", - თქვა მან.

სტატიაში ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდად დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და ამბობს, რომ დარწმუნებულია - ტრამპს აქვს საჭირო "ძალა და გამბედაობა", რათა გადაარჩინოს უკრაინა და დაამყაროს მშვიდობა.

"რაც არ უნდა თქვა ზოგიერთმა სხვა რესპუბლიკელმა წარსულში უკრაინაზე, მე მჯერა, რომ ტრამპს ესმის რეალობა: უკრაინის დამარცხება ამერიკისთვისაც უდიდესი მარცხი იქნება. საუბარია არა მხოლოდ თავისუფლებისა და დემოკრატიის, ამ კარდინალური ამერიკული ღირებულებების მოსპობაზე, ასევე უკრაინელი ხალხის დამონებაზე, თუმცა, თავისთავად ეს შედეგი თავისთავად საშინელი იქნებოდა", - აღნიშნა მან.

ჯონსონმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მაშინ, როცა მსოფლიო "შემზარავი კონფლიქტის" ზღურბლზეა, ომში აშშ-ის ხელმძღვანელობით დასავლეთის ჩართულობა უკრაინაში თავისუფლებისთვის სასიცოცხლო იქნება.


close დახურვა